ჩვენს შესახებ


 ქართული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია გომი 1903 წლიდან არსებობს და საუკუნეზე მეტია მომხმარებელს სტაბილურად აწვდის ხარისხიან პროდუქტს. ის ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი წარმოება და სახდელი აქვს. ქარხნის მდებარეობაც კი სპეციალურად არის შერჩეული რომ წარმოებისთვის იდეალური პირობები შექმნას.


2015 წელს კომპანიაში განხორციელდა რებრენდინგი, რაც სტრატეგიულთან ერთად ვიზუალურ ცვლილებებს გულისხმობს და მიზნად ისახავს მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული ქართული პროდუქტი შევთავაზოთ.


ბრენდი ხარისხზეა ორიენტირებული. ალკოჰოლის დასამზადებლად კომპანია მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს იყენებს. გომი ერთადერთი ბრენდია რომელიც ქართულ ადგილობრივ ხორბალს იყენებს პროდუქტის დასამზადებლად. თანამედროვე ტექნოლოგია და სპეციალურად გომისათვის შექმნილი რეცეპტი გემოსა და სირბილის იდეალურ ბალანსს გვაძლევს, რაც გამოარჩევს გომის არყებს.
გომის მიზანია გახდეს წარმატებული ქართული ბრენდი მსოფლიო მასშტაბით და საუკეთესო ქართული პროდუქტი მიაწოდოს მომხმარებელს როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ..

1903

დაარსდა გომის სპირტის ქარხანა 

1947

შაქრის ბადაგის (მელასა) გამოყენების დაწყება 

1994

პრივატიზება 

1995

არაყის წარმოების დაწყება 

1999

სრული რეკონსტრუქცია და ტექნიკური გადაიარაღება

მისამართი

ხაშურის რაიონი, სოფელი გომი

კონტაქტი

ტელ.: +995 577 990095 
ელ.ფოსტა: info@gomi.ge

ქართ ENG