21.12.07
ქართული ბრენდის დღე 2007

ა.წ. 19 დეკემბერს ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრ "Expo Georgia"-ში გაიმართა რიგით მეხუთე ქართული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი.

 

პროექტი "ქართული ბრენდის დღე" დაპატენტებულია 2005 წელს და საავტორო უფლება ეკუთვნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილს".

 

პროექტის პარტნიორები:

სარეკლამო კომპანია "MD soft",

"Georgian Jurnal",

სტუდია "ბარსა",

"სარეკლამო ჯგუფი".

 

საინფორმაციო მხარდამჭერები:

რუსთავი 2,

ფორტუნა,

არ დაიდარდო,

სარკე,

პირველი,

ყველა სიახლე,

ბიზნეს ნიუსი.

 

პროექტში მონაწილეობდნენ ქართული ლიდერი კომპანიები, ასევე წარმატებული ახალი ქართული ბრენდები.

 

"პროფილის" კვლევის მიერ, რომელიც ინტერნეტ გამოკითხვებს ეფუძნებოდა, გამოვლენილია გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში:

 

ლიდერი;

რეპუტაცია და ნდობა;

წარმატებული ახალი ბრენდი;

წარმატებული ტელეპროექტი;

საუკეთესო სარეკლამო რგოლი;

მეცენატი და ქველმოქმედი.

 

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ უკვე მესამე წელია სს "გომის სპირტის და არყის კომპანია" ზედიზედ ჯილდოვდება ნომინაციაში ლიდერი, როგორც საუკეთესო სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია. ჩვენ კვლავაც შევეცდებით გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლის ნდობა და უმაღლესი შეფასებები. ასევე მზადა ვართ მივიღოთ ნებისმიერი გამოწვევა, როგორც სხვა ადგილობრივი მწარმოებლისაგან, ასევე იმ უცხოური მწარმოებლებისაგან, რომელთა პროდუქცია ასე ფართოდ შემოდის საქართველოს ბაზარზე.

 

სს "გომის სპირტის და არყის კომპანია"
უკან დაბრუნება


powered by D.Natsvlishvili powered by Giorgi Zekalashvili