| შეკვეთა ინტერნეტის საშუალებით |
სს „გომის სპირტის და არყის კომპანია" ობიექტებს სთავაზობს ახალ მოსახურებას. ამიერიდან, ობიექტები (მაღაზიები და სუპერმარკეტები, კვების ობიექტები, ბაზრობები, საწყობები), რომელთა მომარაგების სამსახურებში დანერგილია და გამოიყენება ინტერნეტ საშუალებები, შესაძლებლობას იღებენ მომწოდებელს შეკვეთა მისცენ ინტერნეტის საშუალებით „გომის სპირტის და არყის კომპანიის" ინტერნეტ გვერდის გამოყენებით. შეკვეთის მიცემა უმარტივესია. ობიექტის მომარაგების სამსახურის წარმომადგენელი შედის „გომის სპირტის და არყის კომპანიის" შეკვეთების ვებ-გვედზე, ავსებს და აგზავნის წარმოდგენილ ფორმას. შეკვეთა შესასრულებლად ავტომატურად გადაეგზავნება იმ დისტრიბუტორს, რომელიც ემსახურება ტერიტორიულ ერთეულს, სადაც ობიექტი არის განთავსებული. დისტრიბუტორი უმოკლეს ვადაში უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს შეკვეთის მიღებას, რის შემდეგაც იწყებს მის შესრულებას. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით ახალი სერვისის შეთავაზება ხდება მხოლოდ ქ. თბილისში, თუმცა, გადაწყვეტილია, მოკლე ხანში, ნაბიჯ-ნაბიჯ, მოხდეს აღნიშნული სერვისის საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც შეთავაზება. მოხარული ვიქნებით მივიღოთ ნებისმიერი საქმიანი შენიშვნა, რომელიც ახალი სერვისის მუშაობის ხარისხთან და ხარისხის გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული. გამოგვეხმაურეთ მისამართზე order@gomi.ge სს „გომის სპირტის და არყის კომანია“ |
| უკან დაბრუნება |