23.03.09
"ოქროს ბრენდი - 2009"
„ოქროს ბრენდი 2009“: რჩეული ბრენდი სს „გომის სპირტის და არყის კომპანია“


6 მარტს კომპანიამ Global Idea გაზეთმა Financial, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ერთობლივად გამართეს 2008 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიური, რიგით მეოთხე ცერემონიალი.


ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც საქართველოს ბაზარზე ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. კვლევის მთავარ საგანს ბრენდინგულ საქმიანობაში კომპანიების კრეატიული გადაწყვეტილებები წარმოადგენს. ბრენდის სავაჭრო ნიშნის ცნობადობას, მისი პოპულარიზაციისთვის გამოყენებულ პროექტებს ექსპერტები აფასებენ.


2008 წლის ბრენდების შერჩევაში მონაწილეობას ღებულობდნენ, საქართველოს წამყვანი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორი.


პროექტის საზეიმო ნაწილი - დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ცნობილმა სახეებმა გამარჯვებულებს გადასცეს დიპლომები და ოქროს ბრენდის ღონისძიება შუქდებოდა ტელევიზიითა და ბეჭდვითი მედიით. დაჯილდოვების ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები.


ბრენდმა და ბრენდინგმა ბოლო ათ წელიწადში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ის კულტურის და ეკონომიკის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა, რასაც დღეს „კულტურულ აქსესუარს და პერსონალურ ფილოსოფიას“ უწოდებენ. ოქროს ბრენდი კომპანიებს უბიძგებს ეძებონ კრიატიული გადაწყვეტილებები სარეკლამო საქმიანობაში. თავის მხრივ, ეს ზრდის თავად ამ კომპანიათა პროდუქციის და სერვისის მომხმარებელთა რიცხვს, აცხადებს ნათია ჯინჭარაძე, კომპანია „გლობალ აიდია“-ს დირექტორი.


„ოქროს ბრენდი“-ს დაჯილდოვების ცერემონია ბრენდების პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალებაა. კომპანიათა საქმიანობის წახალისების პარალელურად, ის თავად ემსახურება ბრენდების ცნობადობის ამაღლებას. „ღონისძიებაზე წამყვან ბიზნეს-ლიდერებს საშუალება ეძლევათ არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს, გაცვალონ აზრები და იდეები“- აცხადებს ზვიად ფოჩხუა, Financial -ის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი.


ბრენდის მართვა, გლობალური ლიდერობის გადამწყვეტი ინსტრუმენტია. თანამედროვე ბიზნესში ბრენდის მნიშვნელობა, ბევრად მნიშვნელოვან და მატერიალურ აქტივის სახეს იძენს.


დაჯილდოვების მთავარი მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ და საქართველოში მოღვაწე უცხოური კომპანიების მიერ გაწეულ საქმიანობას ბრენდების განვითარების მხრივ.


საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პროექტმა, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. „დღეს ქართულ ბიზნესს, როგორც არასდროს სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა“- აცხადებს ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.


ბრენდი თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ კონკურენტუნარიანი ბიზნესის შემადგენელი ნაწილი არაა. ეს, კომპანიებს, საზოგადოებასა და პიროვნებებს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე აყვანაა.


„დაჯილდოვების ცერემონიალი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია , რომელიც ბიზნესში ჯანსაღი გარემოს შექმნას უწყობს ხელს“ - განაცხადა გიორგი კაკაბაძემ, საქართველოს სავაჭრო პალატის გენერალურმა დირექტორმა.


დაჯილდოვების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიის ყურადღების ქვეშ. ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ წამყვან ბიზნეს-ლიდერებს, კომპანიათა მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს.


„ოქროს ბრენდი“-ს დაჯილდოვების ცერემონია საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანების დასაფასებლად, რომლებმაც დახარჯეს უზარმაზარი ენერგია და სახსრები მათი კომპანიის ბრენდების და ბიზნესის განვითარებისთვის. ამ საქმეში მნიშვნელოვანია ბიზნესმენთა სტიმულირება და ამავე დროს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, მათი დაჯილდოვება“ - ამერიკის სავაჭრო პალატის ექს პრეზიდენტი ესბერ ემბორგი.

უკან დაბრუნება


powered by D.Natsvlishvili powered by Giorgi Zekalashvili