30.12.07
"ორიგინალი"-ს რესტაილინგი
სს "გომის სპირტის და არყის კომპანიამ" განახორციელა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის, არაყი "ორიგინალის" რესტაილინგი. შეიცვალა როგორც ეტიკეტის დიზაინი, ასევე საცობი. დამატებით ეტიკეტზე არსებული ცნობილი წარწერა "გაფილტრულია ვერცხლის ფილტრში" შეიცვალა წარწერით "ვერცხლის ფილტრაცია". აქამდე არსებული "გუალას" ტიპის საცობმა შეიცვალა მხოლოდ ფერი - ლურჯი შეიცვალა ვერცხლისფერით. რაც შეეხება ბოთლს, ის უცვლელი დარჩა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელი კარგად შეხვდება მცირედად სახეშეცვლილ პროდუქტს, რომელსაც 2000 წლიდან იცნობს ადგილობრივი ბაზარი.

სს "გომის სპირტის და არყის კომპანია"

უკან დაბრუნება


powered by D.Natsvlishvili powered by Giorgi Zekalashvili