| სს "გომის სპირტის და არყის კომპანიის" დიდი წარმატება "კლასიკურს" - ოქრო, "პრემიუმს" - ვერცხლი |
![]() მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის (უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი) ალკოჰოლური პროდუქციის 60–ზე მეტმა მწარმოებელმა წარმოადგინა საკუთარი პროდუქცია ალკოჰოლური პროდუქციის VIII საერთაშორისო კონკურსზე "იალტა.ოქროს გრიფონი-2007", რომელიც გაიმართა უკრაინის ზაფხულის დედაქალაქში, იალტაში, ა.წ. 18 – 26 ივნისს უკრაინის მევენახეობის და ღვინის ეროვნულ ინსტიტუტში "მაღარიჩი". კონკურსზე მთლიანად წარმოდგენილი იყო ალკოჰოლური პროდუქციის 200-ზე მეტი ნიმუში, მათ შორის, ღვინის ზოგიერთი ნიმუში საფრანგეთიდან.
კონკურსი "იალტა.ოქროს გრიფონი-2007" ჩატარდა მევენახეობისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით (პარიზი). მისი ორგანიზატორები იყვნენ უკრაინის მევენახეობის და ღვინის ეროვნული ინსტიტუტი "მაღარიჩი" (იალტა), უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა აკადემია, საერთაშორისო ფედერაცია "თანამეგობრობის ქვეყნების მევენახეებისა და მეღვინეების კავშირი" და ყირიმის მეღვინეთა კავშირი.
კონკურსის მუშაობაში, საპატიო სტუმრების რანგში, მონაწილეობა მიიღეს მევენახეობისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორმა ფრედერიკო კოსტოლუჩიმ, შამპანიის მხარის ენოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ბერტრან რობიარმა და კომპანია "ენოგრუპის" კონსულტანტმა, დოქტორმა მაციო მანინომ.
კონკურსის პროგრამა ითვალისწინებდა გამოევლინა საუკეთესო ღვინოები სხვადასხვა კატეგორიებში, საუკეთესო კონიაკები და საუკეთესო არაყი. შეფასება ასევე ეძლეოდა ნიმუშების ვიზუალურ მხარესა და მათ სასაქონლო სახეს.
საუკეთესო ნიმუშები დაჯილდოვდნენ სუპერგრან-პრის თასებით "ოქროს გრიფონი", გრან-პრის თასებით, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. გამორჩეულ მეღვინეებს გადაეცათ შამპანიური ღვინოების ქარხნის "ნოვი სვეტ" დამაარსებლის, ლევ გოლიცინის სახელობის სამახსოვრო ოქროს მედლები.
კონკურსის ფარგლებში მევენახეობის და ღვინის ეროვნულ ინსტიტუტის "მაღარიჩის" სპეციალისტებმა გააკეთეს სამეცნიერო მოხსენებები კენკროვანი ღვინოების თაობაზე, წარმოებებში მეცნიერული მიღწევების შესახებ, ასევე თანამეგობრობის ქვეყნებში არსებული ღვინის ქარხნებისათვის გასაწევი აუცილებელი დახმარებების შესახებ.
საამაყოა, რომ საქართველოდან წარდგენილმა ნიმუშებმაც დაიმსახურეს უმაღლესი შეფასებები. კერძოდ, კომპანია "ხარებას" ნახევრადტკბილმა ღვინომ "ქინძმარაული" და კომპანია "სარაჯიშვილი და ენისელის" ბრენდმა "XX საუკუნე" (50-წლიანი დაძველება).
ჩვენთვის განსაკუთრებით საამააყოა ის, რომ სს "გომის სპირტის და არყის კომპანიის" მიერ წარმოდგენილმა ნიმუშებმა საყოველთაო მოწონება და აღიარება მოიპოვა. არაყი "კლასიკური" დაჯილდოვდა ოქროს მედლით, ხოლო არაყმა "პრემიუმი" კონკურსის ვერცხლის მედალი დაიმსახურა. გარდა ამისა, "კლასიკურმა" და "პრემიუმმა" დაიმსახურეს დიპლომები საუკეთესო ვიზუალური გაფორმებისა და სასაქონლო სახისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კომპანიას, მანამდეც არაერთხელ უსახელია თავი საკუთარი ნაწარმით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებზე:
ეს საერთაშორისო აღიარება და კომპანიის წარმატება ეფუძნება სამ ძირითად ასპექტს:
![]()
გვსურს, ასევე აღნვიშნოთ, რომ კომპანია მიღწეულით არ კმაყოფილდება, ჩვენ მუდმივად ვდგამთ ნაბიჯებს განვითარებისაკენ. მომხმარებელი მალე იხილავს რამოდენიმე დასახელების ახალ პროდუქციას. ფართოვდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ჩვენი ნაწარმი ექსპორტის სახით გადის. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა თანამედროვე მენჯმენტის სისტემის აგებასა და დანერგვაზე, რის საფუძველზეც, წლის ბოლოსათვის იგეგმება ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის ISO-9001 მიღება. |
| უკან დაბრუნება |

