ნედლეული

  • ლუქსის კლასის სპირტის საწარმოებლად გომის სპირტის და არყის კომპანია ძირითადად იყენებს საუკეთესო ხარისხის ქართულ ხორბალს. გარდა ამისა, ხორბალი შემოაქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, როგორებიცაა უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი.

  • ჭაჭის საწარმოებლად კომპანია იყენებს საუკეთესო მასალას საკუთარი ვენახებიდან. კახეთის რეგიონში გაშენებულია ქართული და ფრანგული ჯიშები: საფერავი, რქაწითელი, კაბერნე, შავი ბურგუნდიული, პინო. იმერეთის რეგიონში კი ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა. ქარხანას გააჩნია ყურძენის გადამამუშავებელი დანადგარები.

  • საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ არაყის წარმოებაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს წყალს. კომპანია იყენებს კავკასიის მთის საუკეთესო ხარისხის, ნულოვანი სიხისტის წყალს რიკოთის უღელტეხილის მიდამოებიდან.

  • არომატული არყების წარმოებაში გამოყენებულ ძირითად ნედლეულს წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან: ქართლ-კახეთის ხორბალი, მეგრული წიწაკა, რაჭული თაფლი, გურიისა და აჭარის ლიმონი, იმერეთის პიტნა, ტარხუნა, კომში, ალუბალი.


powered by D.Natsvlishvili powered by Giorgi Zekalashvili