|
ჩვენს შესახებ
|
 |
|
 |
|
დიმა დუგლაძე |
|
მალხაზ ყანჩაველი |
სს "გომის სპირტის და არყის და
კომპანია" არის გომის სპირტის ქარხნის სამართალმემკვიდრე, რომელიც
ფუნქციონირებდა 1903 წლიდან. ქარხანა განთავსებულია ხაშურის რაიონში, სოფელ
გომში. თავდაპირველად წარმოება იყენებდა შემდეგ ნედლეულს: ხორბალი, პური,
სიმინდი და შვრია. წარმოების სიმძლავრეები არ აღემატებოდა 150 - 200
დეკალიტრს დღე-ღამის განმავლობაში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქარხანამ,
სპირტის წარმოებაში დაიწყო შაქრის ჭარხლის ბადაგის (მელასა) გამოყენება და
საწარმოო სიმძლავრეებმა 500 დეკალიტრს გადააჭარბა. მომდევნო წელს წარმადობა
კიდევ უფრო გაიზარდა და 24 საათში 1500 დეკალიტრს მიაღწია. მთელი ამ
პერიოდის განმავლობაში, 1997 წლამდე ქარხანა მხოლოდ ამუშავებდა
სპირტ-რექტიფიკატად შაქრის ჭარხლის ბადაგსა და ჭაჭის ნედლ სპირტს.
1994 წელს, სამთავრობო ოგანიზაციების
გადაწყვეტილების საფუძველზე, გომის სპირტის ქარხანა შევიდა საპრივატიზაციო
ობიექტების ნუსხაში და მის ბაზაზე სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბდა
სააქციო საზოგადოება "რექთიფიკატი". ამავე პერიოდში კოლექტივის ერთსულოვანი
მოთხოვნით საზოგადოების აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის უფლება
მიენიჭათ ბატონ დიმა დუგლაძეს და ბატონ მალხაზ ყანჩაველს. დიმა დუგლაძეს
ქარხანის პერსონალთან მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება გააჩნდა, დაწყებული
რიგითი ლაბორანტიდან - დირექტორობამდე. უკვე მისი მონაწილეობით 1996 წელს
დასრულდა ქარხნის სრული პრივატიზაცია. დიმა დუგლაძის სახელს უკავშირდება
წარმოებაში თანამოაზრეთა ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელმაც კოლექტივის
თითოეული წევრის მხარდაჭერით შეძლო ოთხი-ხუთი წლის პრაქტიკულად გაჩერებული
წარმოების აღორძინება და მისი შემდგომი მრავალმხრივი განვითარების
პერსპექტივების სწორი პროგნოზირება.
პრივატიზების შემდგომ პერიოდში
ქარხანაში ეტაპობრივად განხორციელდა სრული რეკონსტრუქცია და ტექნიკური
გადაიარაღება. ჩატარდა დიდი მოცულობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
კაპიტალურად გარემონტდა უწყვეტი მოქმედების ორი სპირტ-სახდელი ოთხკოლონიანი
აპარატი, თითოეული დღეღამეში 1500 დალ-ის წარმადობით, რომლის მართვაც
თანამედროვე ავტომატიკის დანერგვით კომპიუტერის მეშვეობით გადაყვანილი იქნა
მუშაობის სრულ ავტომატურ რეჟიმში.
სპირტის წარმოების დარგში ევროპისა და
დსთ-ს ქვეყნების მოწინავე ქარხნების გამოცდილების გათვალისწინებით,
დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური სქემა, რამაც ქარხანას საშუალება მისცა
გადასულიყო ხორბლისაგან უმაღლესი ხარისხის ლუქსის კლასის სპირტის
გამომუშავებაზე.
დღეისათვის კომპანია აწარმოებს
სხვადასხვა დასახელების არყებს, ჭაჭას და ლიქიორებს.
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მიზნით ქარხანას გააჩნია 500 ჰა
მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ფართობზე გაშენებულია ქართული და ფრანგული
უნიკალური ვაზის ჯიშები: საფერავი, რქაწითელი, კაბერნე, შავი ბურგუნდიული,
პინო, იმერეთში: ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა. მოსავლის მისაღებად და
გადასამუშავებლად ქარხანას გააჩნია მიმღები და გადამამუშავებელი
განყოფილებები.
წარმოების საუკუნოვანმა ტრადიციამ,
ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკური სიახლეების დანერგვის
მუდმივმა პროცესმა, პროდუქციის ხარისხის უმკაცრესმა კონტროლმა ტექნოლოგიური
პროცესის ყველა ეტაპზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპეციალურად
მომზადებული უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების დაუღალავმა შრომამ
შესაძლებელი გახადა არაერთგზის აღნიშნულიყო ქარხნის მიერ წარმოებული
პროდუქციის უმაღლესი ხარისხი, რაც გამოიხატა სხვადასხვა დონის სპეციალურ
კონკურსებზე და გამოფენებზე ოქროსა და ვერცხლის მედლებისა და სიგელების
მინიჭებით.
|